|
2023-05-21 13:44:17, 876 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- 2016 ერთმანეთთან შეთანხმდნენ უსუფაშვილი და "ნაცები" და დუმის 3 ოდიოზური დეპუტატი, რომელთაც ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, შემოუშვეს საქართველოში
„ნებისმიერი პირი, რომელიც ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და რომელსაც არა აქვს დარღვეული ოკუპაციის კანონი, შემოვა ჩვეულებრივად საქართველოში“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა 2016 წელს საქართველოში გამართული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც მისი თქმით, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმდნენ და საქართველოში შემოუშვეს ის პირები, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპაციის შესახებ. კობახიძის თქმით, სანქციები შეიძლება შეეხებოდეს იმ პირს, რომელიც თავად ახორციელებს გარკვეულ ქმედებას. მისივე განმარტებით, ოჯახის წევრებზე სანქციების გავრცელება, უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. „თუ არ ვცდები 2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და მაშინ შეთანხმდნენ ერთმანეთთან უსუფაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" და დუმის [რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს] 3 ოდიოზური დეპუტატი, რომელთაც ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, შემოუშვეს საქართველოში. ჩვენ ასეთ რამეს არ ვუშვებთ. არცერთ შემთხვევაში არ იქნება დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. შესაბამისი პირები ვერ შემოვლენ საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, ამაში მათ შორის, იგულისხმება პერსონალური სანქციები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუკი რაიმე თეორიულად სანქციებზე შეიძლება იყოს საუბარი, ის შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც თავად ახორციელებს გარკვეულ ქმედებას. ოჯახის წევრებზე სანქციების გავრცელება, პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, ამას გეუბნებით როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)