|
2023-05-20 14:34:33, 872 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა - თუ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ხალხს და არა ვინმეს შეკვეთას, ვერ იქნებით პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა უკმაყოფილოა იმ პოლიტიკოსების რეაქციით, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებს აპროტესტებენ. როგორც ზახაროვა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკოსები წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას და არა ვინმეს შეკვეთას, ვერ იქნებიან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგნი. "თუ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ხალხს და არა ვინმეს შეკვეთას, ვერ იქნებით პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი, თუ გავითვალისწინებთ ერთდროულად ორ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების და ოჯახების რაოდენობას. ასე რომ, თქვენ არასოდეს დახმარებიხართ ჩვილებს, მძიმე ავადმყოფებს და გაჭირვებულ ადამიანებს სახლში მისვლაში. ჯერ არ გსმენიათ ტელეფონზე ტირილი ზრდასრული მამაკაცის, რომელმაც დედის ცხედარი თბილისში დასაკრძალად უნდა გადაასვენოს. არასდროს გისაუბრიათ მამასთან, რომელმაც ბილეთისთვის ფული შეაგროვა საქართველოში ნათესავების და ბავშვის სანახავად. ასე რომ, თქვენ არასოდეს დახმარებიხართ კიბოთი დაავადებულ პაციენტებს წამლების მიწოდებაში. ასე რომ, თქვენ არასდროს გისაუბრიათ ბავშვთან, რომელიც დედასთან ერთად მოსკოვში საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო. დამიჯერეთ, რომელიმე მათგანს, ვინც ახლა ყვირის, მსგავსი რამ რომ გადაეტანა, შერცხვებოდათ", - წერს ზახაროვა. შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს. მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)