2023-05-19 16:55:47, 681 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების" მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" საკითხი განიხილებოდა, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.
სხდომათა დარბაზში ერთმანეთს მამუკა მდინარაძე, ისკო დასენი და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ
მამუკა მდინარაძის პროტესტი გიორგი ვაშაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე და დამნაშავეების გამოვლენაზე ისაუბრა.
საკანონმებლო ორგანოს სასესიო დარბაზში ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,