10:16 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 14:29:16, 836 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - არა რუსეთთან ფრენებს!

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოფრენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისი ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად განხორციელდა.

"ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი განახორციელა. არა რუსეთთან ფრენებს!",- წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს.

მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics