2023-05-18 23:57:56, 763 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გადადოს გვერდით, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ნიკა გვარამიას შეწყალებაა
პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გადადოს გვერდით, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ნიკა გვარამიას შეწყალებაა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა საქართველოს ვერ განიხილავს მის ნაწილად, თუ ჩათვლის, რომ პოლიტიკური მოტივაციით ადამიანები ციხეში სხედან.
"პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გადადოს გვერდით, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ნიკა გვარამიას შეწყალებაა.
მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ის არამარტო საუბრობს, არამედ დგამს ნაბიჯებს, რაც მას შეუძლია, რომ ერთით ნაკლები ტვირთი ჰქონდეს ქვეყანას", - განაცხადა ლომჯარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,