10:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:19:03, 637 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - საერთაშორისო აკრედიტაცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია

აკრედიტაციის, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის დანერგვით, ჩვენ, ერთის მხრივ, ხელს შევუწყობთ პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას, ხოლო, მეორეს მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი მიზნობრივად მიმართული იქნება ხარისხიანი სერვისების დაფინანსებისკენ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად.

„სამინისტრომ, სიღრმისეულად შეისწავლა საერთაშორისო აკრედიტაციის არსებული სისტემები, აკრედიტორი ორგანიზაციების მოთხოვნები და საერთაშორისო დონის სტანდარტები. დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია აკრედიტაციის განმახორციელებელ  ორგანიზაციებთან, რომლებიც ოპერირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მისასალმებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ, უკვე აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად, რაც 2025 წლიდან გახდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობა“, - განაცხადა აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics