|
2023-05-16 22:43:47, 732 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რეიკიავიკის სამიტზე მისი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, საქართველომ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ღარიბაშვილმა დასძინა, რომ სამიტზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ის მრავალ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. ჩვენ წარვდგებით ჩვნი ქვეყნის სახელით. მექნება პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო ათი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე, საუბარი გვექნება ჩვენს შიდა გამოწვევებზე. სიტყვით მიმართვის გარდა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მისამართით, ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველოდები, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს 17 მაისს სიტყვით მიმართავს.
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)