|
2023-05-16 15:50:27, 705 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბერძენიშვილზე - უცხოელი აგენტია - იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს
ლევან ბერძენიშვილი სინამდვილეში საცოდავი კაცია, იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირის შეკრება მარტივი სპეკულაციაა. "ჯერ, მე მგონი, არც არავის უჩვენებია ეს ოცი კაცი ხომ?! რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენ და ისე იღიმებოდნენო, რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა ეტყობა მათი ღიმილი. თან ღიმილი როგორი იყო ისიც დააკონკრეტა, მარტივი სპეკულაციაა. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და მე მგონი ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს, მისი მთავარი პრობლემა არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ის, რომ ის ყოველთვის დავალებებს ასრულებს, ის იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი, იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა, გახსოვთ; აკაკი წერეთელზე რა ილაპარაკა, გახსოვთ; ასევე რა ილაპარაკა დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე ეს ყველაფერი გახსოვთ ხომ?! ასევე, თქვენ მოისმინეთ რა ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილზე, ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების კასკადი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის, როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასხმას ცდილობს, აწმყოზე რომ იგივეს აკეთებს, ეს რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის. საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი. ამას აქვს ორი მიზეზი, ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე ის რომ, ის მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული და მათი მიზანი სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)