|
2023-05-16 14:47:46, 645 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი OECD-ის გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელს ზაიდა მანატას შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელს, ზაიდა მანატას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას დაესწრო გლობალური ფორუმის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთიბის განყოფილების ხელმძღვანელი ჰაკიმ ჰამადი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე. "მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გლობალურ ფორუმს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, საუბარი შეეხო OECD-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებით, გაესვა ხაზი, 2022 წელს „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ" კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებას და აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობას, გადასახადების დამალვის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრი გახდა 2011 წელს და მას შემდეგ, წარმატებით ახორციელებს საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ამის დასტურია 2016 წელს გლობალური ფორუმის შეფასებების პირველი რაუნდის ფარგლებში, საქართველოს მიერ მიღებული რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს (რეიტინგი: „Largely Compliant"). ამასთან, 2023 წელს დაიწყო შეფასების მეორე რაუნდი, რომლითაც OECD-ის მიერ შეფასდება საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის განახლებულ სტანდარტთან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)