12:48 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 14:06:13, 644 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ

მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, აი, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს.

"სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე, საქართველოს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე და მთავარი და მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. 

სტრასბურგის გადაწყვტილებით, კეთილი უნდა ინებოთ, გამოხვიდეთ და ბოდიში უნდა მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს იმ კამპანიისთვის, როდესაც ტალახს ესროდით და აზიანებდით ჩვენს ქვეყანას... ეს იმის გაგრძელებაა, რომ თითქოს სააკაშვილი საქართველოში ვიღაცამ მოწამლა, ვიღაც კლავს. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც პატიმრობა სიკვდილთან იყო გათანაბრებული და პატიმრობა უდრიდა სიკვდილს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომ, ნუ გერევათ, რა დროში ხართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ სრული მხარდაჭერა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, მოადგილეებს, თანამშრომლებს, მედპერსონალს, რომელსაც ტალახს ესროდით, ბოდიში უნდა მოუხადოთ. სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რამე უნდა გააკეთოს, აი, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ ეს გადაწყვეტილება",- მიმართა ღუდუშაურმა ოპონენტებს.

შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics