|
2023-05-16 13:41:00, 970 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია - არაა გამორიცხული, რომ საქართველო-რუსეთს შორის ავტობუსის ტურებიც აღდგეს
არაა გამორიცხული, რომ პირდაპირი ფრენების პარალელურად საქართველო-რუსეთს შორის ავტობუსის ტურებიც აღდგეს,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის ტურების ოპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, არტურ მურადიანმა განაცხადა. მურადიანის თქმით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ავიარეისები შესრულდება წელიწადში 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი იქნება. „საპაკეტო წინადადებები, ქართულ კომპანიებთან საკონტრაქტო ურთიერთობების განახლება და ერთობლივი ფორმაციების შეთავაზება - ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში, რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი გახდება, რაც დაასტაბილურებს ფასებს და გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა მურადიანმა. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე გასცეს. ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)