11:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 10:04:29, 703 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) ორგანიზებით, გერმანელ ჟურნალისტებს საინფორმაციო ტური ჩაუტარდათ

ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) ორგანიზებით, გერმანელ ჟურნალისტებს საინფორმაციო ტური ჩაუტარდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას გერმანიის ელჩი საქართველოში ერნესტ პიტერ ფიშერი ესწრებოდა.

„გერმანული მედიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე იმ პროექტებსა და მიმდინარე გეგმებს გაეცნენ, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარების მიმართულებით.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით განხორციელებული პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რომლის ფარგლებში მოეწყო როგორც ადმინისტრაციული შენობები, ისე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკი მოინახულეს, სადაც პარკის ბიომრავალფეროვნებასა და მნიშვნელოვან სახეობებს გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics