19:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 22:01:10, 826 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში დათვლილია არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50 %-ზე მეტი, ერდოღანი 47.84 კილიჩდაროღლუ 46.39

თურქეთში დღეს მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების 57.77 პროცენტი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი 47.84 პროცენტს იღებს, რაც 14.159.459 ხმაა.
ნაციონალური ალიანსის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ კილიჩდაროღლუ 46.39 პროცენტს იღებს რაც 13.728.696 ხმაა.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, სტამბულში, იზმირსა და ანკარაში იგებს ქემალ კილიჩდაროღლუ, თუმცა ჯერ სხვაობა არც ისე დიდია.
ანალოგიური ვითარებაა თურქეთის დიდ ქალაქებში. უმრავლესში ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს.

თურქეთის პროვინციებში უპირატესობა მოქმედ პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს აქვს.

თურქეთში, სადაც დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

მედიის ინფორმაციით, თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ 64,1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, მათ შორის 4,9 მილიონმა ადამიანმა პირველად მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ.

არსებული ინფორმაციით, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics