2023-05-14 14:37:15, 1353 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონის ოლქში რუსების მიერ დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა - ერმაკი
უკრაინაში, ხერსონის ოლქში რუსების მიერ დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ერმაკის თქმით, აფეთქება ნოვოვორონცოვის თემში, სოფელ მიროლიუბივკის ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოში მოხდა.
"ხერსონის რაიონში რუსული არმიის მიერ დატოვებული ასაფეთქებელი ნივთიერებების შედეგად, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფეთქდა ჭურვი",- წერს ერმაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 27 წლის, ყველაზე უფროსი კი, 68 წლის იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,