19:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 14:19:53, 809 ნახვა

მსოფლიო
ქემალ ქილიჩდაროღლუ - თურქეთში დემოკრატია აღდგება

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმა დედაქალაქ ანკარის დაწყებით სკოლაში მისცა.

კენჭისყრის შემდეგ, მან პირობა დადო, რომ აღადგენს დემოკრატიას თურქეთში მას შემდეგ, რაც ბევრი მიიჩნევს ავტორიტარიზმისკენ სვლას. ”ჩვენ ყველას გვაკლდა დემოკრატია”, - განუცხადა სეკულარულმა ლიდერმა ჟურნალისტებს. „ნახავთ, ღმერთმა ქნას, გაზაფხული მოვა ამ ქვეყანაზე“.

ქემალ ქილიჩდაროღლუ არის რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) თავმჯდომარე, რომელიც დააარსა მუსტაფა ქემალ ათათურქმა - თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა მაღალი იქნება.

პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ერდოღანი, ოპოზიციური სახალხო ალიანსის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, მემლეკეტის პარტიის თავმჯდომარე მუჰარამ ინჯე, ატას ალიანსის წევრი სინან ოგანი.

თურქეთის არჩევნები 2023 წელს მთავარს უწოდებენ. თურქეთის მომავალი როლი ნატოსა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, ასევე ქვეყნის ურთიერთობები აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან იქნება დამოკიდებული გამარჯვებულ კანდიდატზე. გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანს მხარს ამომრჩეველთა 43,7%, კილიჩდაროღლუს 49,3% უჭერს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შეიძლება გაგრძელდეს მეორე ტურით, რომელიც შეიძლება 28 მაისს ჩატარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics