19:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 13:08:50, 693 ნახვა

მსოფლიო
სუდანში, სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, საბრძოლო მოქმედებები განახლდა

სუდანის დედაქალაქ ხართუმში, დაპირისპირებული მხარეების სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, საბრძოლო მოქმედებები განახლდა. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, მძიმე ბრძოლები, დედაქალაქის გარდა, მიმდებარე რაიონებშიც მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ დღეს, 14 მაისს სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში, გაერო-სა და საუდის არაბეთის შუამავლობით მოლაპრაკებები უნდა გაიმართოს.

ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, თუმცა ზავის პირობები არაერთხელ დაირღვა.

15 აპრილის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებმა დედაქალაქ ხართუმიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. სუდანში იმყოფებოდა საქართველოს 35-მდე მოქალაქეც, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც 27-28 აპრილს მოხერხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics