15:00 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 16:11:44, 716 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - თუკი ვინმე არ იცავდა კრიტერიუმებს, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი

სტრასბურგის სასამართლოს ყველა კრიტერიუმი სახელმწიფოს მხრიდან იყო დაცული, თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.

„ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი იყო სახელმწიფოს მხრიდან დაცული, თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი. ეს დღეს დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება და მშვიდ პირობებში მისი ჯანმრთელობის დაცვის საშუალება მისცეს ექიმებს და სახელმწიფოს, მოიხადოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც მას დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ სრულიად დამსახურებულად მიუსაჯა“,- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში საკმურნალოდ გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics