|
2023-05-13 11:53:55, 789 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - იმას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ვერასოდეს ვერ მოისმენდით ჩვენგან
იმას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ვერასოდეს ვერ მოისმენდით ჩვენგან,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის თქმით, კლინიკა სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემს, ვინაიდან მისი მდგომარეობა არ ექვემდებარება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას. "ამჟამად პაციენტი იმყოფება სტაციონალურ მკურნალობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა. შეთავაზებული აქვს შესაბამისი მკურნალობა. იმას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ვერასოდეს ვერ მოისმენდით ჩვენგან. ამ ადამიანს აქვს დაავადებები და შეთავაზებული აქვს სრულიად ადეკვატური მკურნალობა, რაც გაითვალისწინა და აღიარა სტრასბურგმა",- განაცხადა ჩხაიძემ "ტვპირველთან" სატელეფონო საუბრისას. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში საკმურნალოდ გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)