21:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 17:43:11, 1469 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - ზამთრისთვის გვინდა ომი სრულად დავასრულოთ

ზამთრისთვის გვინდა ომი სრულად დავასრულოთ, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა საჭირო დროს დაიწყება და არ იქნება დროში შეზღუდული, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.

"მე არ ვიყენებ ტერმინს "კონტრშეტევა". ამის ნაცვლად, მე ვიყენებ ტერმინს "სამხედრო მოქმედება", რომელიც გამოიყენება 2014 წლის თებერვლიდან. სამხედროებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ.
ისინი პროფესიონალები არიან და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ჩვენი ჯარი მზადაა ბრძოლისთვის.

მეტიც, მტერს დარტყმას იქ ვაყენებთ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელის. ამ კონტრშეტევის დროსაც ასე მოხდება. ჩვენს სამხედროებს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი აქვთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა საჭირო დროს დაიწყება და დროში თავს არ შევიზღუდავთ, ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ზამთრისთვის გვინდა ომი სრულად დავასრულოთ", - განაცხადა დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics