22:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 16:22:23, 1022 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - მოსკოვის უკრაინაში დამარცხებით პეკინმა, შესაძლოა, გეოპოლიტიკური უპირატესობა მოიპოვოს

მოსკოვის უკრაინაში დამარცხებით პეკინმა, შესაძლოა, გეოპოლიტიკური უპირატესობა მოიპოვოს,- აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის წერილში, რომელის შინაარსაც Financial Times-ი ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ჩინეთის ამბიცია აშკარად არის ახალი მსოფლიო წესრიგის აშენება.

"ჩინეთის საკითხი გაცილებით კომპლექსურია ვიდრე რუსეთის საკითხი. ჩინეთს აქვს ცხადი ამბიცია ააგოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის ცენტრშიც თავად იქნება… უკრაინაში რუსეთის დამარცხება ჩინეთს ამ გზიდან არ გადაახვევინებს. ჩინეთი შეძლებს ამით გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას", - წერს ბორელი.

ბორელის თქმით, ევროკავშირი არ უნდა ეცადოს მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოსული ქვეყნების მზარდი ძალაუფლების დაბლოკვას. 

მისივე თქმით, ბრიუსელმა უნდა გაითვალისწინოს ჩინეთის გავლენა დაბალშემოსავლიან ქვეყნებთან ურთიერთობისას და არ უნდა მოელოდოს ამ სახელმწიფოებისგან "ერთი ან მეორე მხარის არჩევას".

"ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბევრი ქვეყანა ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენას დასავლეთისა და შესაბამისად, ევროპის საპირწონედ თვლის. ისინი შეეცდებიან მხარეების არჩევის გარეშე მანევრირებისთვის სივრცის დატოვებას",- ვკითხულობთ წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics