14:59 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 14:13:18, 809 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - რუსეთის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ საქართველოსა და EU-ს შორის ურთიერთობა დაიძაბოს

შეიძლება რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება იყოს გამიზნული საიმისოდ, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა დაიძაბოს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში უთხრა, ეს არის კარგი გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა შეუძლია.

"რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალია, რომ შეიძლება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება იყოს გამიზნული საიმისოდ, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიძაბოს ურთიერთობა და ა.შ... 

ეს კარგი გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ცხოვრების უკეთეს პირობებს შეუქმნის. რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, მე მგონია, რომ აქ არავითარი მიზეზი არ არსებობს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში რამე ნეგტიური განცხადების გაკეთებისთვის",- ამბობს სარჯველაძე.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics