2023-05-11 17:45:25, 936 ნახვა
სამართალი
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 316,87 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 25 103 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 4 602 ლარის ოდენობით შეეფარდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),