15:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 15:50:40, 965 ნახვა

სამართალი
სამეგრელოში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც რაიონულ სასამართლოში განაცხადეს, დაზარალებული გოგონას მამის მიმართ დანიშნულია სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ შეფარდებოდა, ვინაიდან საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის დანაშაულს. თავს არ გრძნობს დამნაშავედ“,- განაცხადა ერთ-ერთი დაკავებული მამაკაცის ადვოკატმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი 9 მაისს დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლისმე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics