|
2023-05-11 15:44:53, 804 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ ჯარებს გაიყვანდა
პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან", დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. როგორც დეგნანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არავის სჯერა, რომ პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ მიიღო. "მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, თუმცა ჩნდება შეკითხვა - რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ის ზოგჯერ რუსებს იყენებს სხვა ქვეყნებში, რათა იმ ქვეყნების საქმეებში ჩაერიოს. უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია ასობით ათასი რუსით, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და შეიძლება კიდევ მილიონიც ჩამოვიდეს ფრენების გახსნის შემდეგ. პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან", დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას. სწორედ ამას დააფასებდა ქართველი ერი როგორც ჭეშმარიტ ჟესტსა და გულწრფელ კეთილ ნებას. გავიხსენოთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს დაესხა თავს საქართველოს; რუსეთი, რომელმაც დაიპყრო ეს ქვეყანა, რომელიც 1970-იან წლებში ცდილობდა ქართული ენის გაუქმებას. ძალიან უცნაურია, როდესაც ესალმები ამ ჟესტს იმ ქვეყნისგან, რომელიც ახლა უკრაინასთან ასეთ სასტიკ ომს აწარმოებს",- განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)