19:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 10:27:24, 792 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, ომის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა გაცილებით რთული იქნება

თუ  იტყვით, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი შეწყდეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპი, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატია, ამბობს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც "მოგვიანებით უნდა განიხილონ".

"ის თუ ომის დამნაშავე იქნება, ხალხი ხელში ჩაიგდებს და სიკვდილით დასჯის. ამ შემთხვევაში, ის უფრო ძლიერად იბრძოლებს, ვიდრე სხვა ვითარებაში“,- აცხადებს ტრამპი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი "ჭკვიანი კაცია", მაგრამ შეცდომა დაუშვა.

"მისი შეცდომა ის იყო, რომ შეიჭრა [უკრაინაში]. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ის არასდროს შეიჭრებოდა,- თქვა ტრამპმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა CNN-ს უთხრა, რუსეთ-უკრაინაის ომში არ ფიქრობს მოგებულსა და წაგებულზე, არამედ სურს, რომ "ყველას სიკვდილი შეწყდეს".

"არ ვფიქრობ მოგებასა და წაგებაზე. ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორებაზე. მინდა, რომ ყველას სიკვდილი შეწყდეს. მე ამას გავაკეთებ 24 საათში",- აღნიშნა აშშ-ის ექსპრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics