|
2023-05-10 17:15:04, 806 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, არ მოხდეს პურზე ფასების მატება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული მეხორბლე ფერმერებისა და რეალიზატორების მხარდასაჭერად, პურის გაიაფების დინამიკის შენარჩუნებიდან გამომდინარე მოხდება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხდებაშია აღნიშნული, პარალელურად, მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებმა მოახდინონ მიღებული მოსავლის რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი. "რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო მაღალი; თუმცა, მოსავლის რეალიზატორებს ჰქონდათ ფასის მატების მოლოდინი, რის გამოც არ მოახდინეს პროდუქციის რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვია. მეხორბლე ფერმერები და რეალიზატორები, პროდუქციის რეალიზაციას არ ახდენენ, რადგან მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის. სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ხორბლის მწარმოებლებთან, მეხორბლეთა, მეპურეთა ასოციაციების და წისქვილკომბინატების წევრებთან. ქართული ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ხორბალთან მიმართებაში მოიხსნა ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა. ამ ეტაპზე, სამინისტროში მუშავდება დამატებითი ღონისძიებების გეგმა, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია ფერმერებმა შეუფერხებლად განახორციელონ. საქართველოში ხორციელდება ფქვილის იმპორტი, რომელიც გაცილებით იაფია, ვიდრე ხორბალი. იაფი ფქვილის იმპორტი შესაძლებელს ხდის, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს იაფი პურით და პურპროდუქტებით",- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)