21:45 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 17:11:19, 1464 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთში ნაპოვნი რაკეტა რუსული X-55 აღმოჩნდა

პოლონეთის ქალაქ ზამოსტიეში ბიდგოშჩის მახლობლად, აპრილში ნაპოვნი საკრუიზო რაკეტა, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, რუსული აღმოჩნდა. - ამის შესახებ RMF FM იუწყება.

საჰაერო ძალების ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასკვნები მიუთითებს, რომ Kh-55 საკრუიზო რაკეტამ, სავარაუდოდ, გადაკვეთა საჰაერო სივრცე აღმოსავლეთ საზღვარზე. პოლონეთის არმიას ასეთი იარაღი არ აქვს. ეს უარყოფს ვერსიას, რომ პოლონურ ძალებს შეეძლოთ რაკეტის გაშვება წვრთნების დროს.

თუ აღმოჩენილი რომ რაკეტა ნამდვილად არის X-55, მაშინ ეს მიუთითებს ფაქტზე რის მიხედვითაც რაკეტა რუსული გამანადგურებლისგან იყო გასროლილი.
პოლონური მხარის მიერ რაკეტა 25 აპრილს იქნა ნაპოვნი, გდანსკის რაიონულმა პროკურატურამ, რომლის სამხედრო განყოფილება აწარმოებდა საქმეს, ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ ისურვა. შემთხვევის ადგილი დალუქული და შემოსაზღვრული იყო. ტყის შესასვლელს სამხედრო პოლიცია იცავს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში რაკეტები დაეცა უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთის რეგიონშიც. ეს მოხდა დაახლოებით იმავე დროს, როდესაც რუსეთმა მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის მასშტაბით. მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა პოლონეთის მოსაზღვრე რეგიონებიც.

მაშინ უკრაინული მხარე დარწმუნებული იყო, რომ პოლონეთის მიწას, რომელიც ნატოს წევრია სწორედ რუსული რაკეტა დაეცა, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თვლიდა, რომ იგი შესაძლოა უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა ყოფილიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics