|
2023-05-10 15:15:37, 705 ნახვა
საზოგადოება
მერია - მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შეზღუდვა 10-11-12 მაისს 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე. რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)