13:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 13:07:41, 837 ნახვა

საზოგადოება
აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოემსახურა

2023 წლის აპრილში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა არსებობის მანძილზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 81%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აპრილში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით  122,410 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის აპრილი 67,530 - მგზავრი).

„მგზავრთნაკადის გარდა, 2022 წლის აპრილში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. აპრილის თვეში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 359 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აპრილი 219 - რეისი).

ოთხი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 375,459 მგზავრსა და 1,213  რეისს მოემსახურა. მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით 67 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 62 %-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. შეგახსენებთ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics