|
2023-05-09 23:05:56, 977 ნახვა
მსოფლიო
მარცვლეულის დერეფნის მუშაობა განახლდა - თურქული მედია
შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის მუშაობა თურქეთის ძალისხმევით განახლდა. ამის შესახებ TRT Haber-ი თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. „თურქეთის ინიციატივის შედეგად კვლავ დაიწყო გემების ინსპექტირება და კვლავ გაიხსნა მარცვლეულის დერეფანი“, – აღნიშნავს მედია. თავის მხრივ, სააგენტო Anadolu თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 10-11 მაისს სტამბოლში ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გაიმართება უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობით. მხარეები მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, 8 მაისს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ ფაქტობრივად შეაჩერა "მარცვლეულის ინიციატივა", უარს აცხადებდა გემების დარეგისტრირებაზე შესვლისთვის და ინსპექტირების ჩატარებაზე. ამ დროს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შემოწმებას 90 გემი ელოდა, საიდანაც 62 იტვირთებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)