2023-05-09 18:38:50, 775 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი 10-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
2023 წლის 10-11 მაისს ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან იოსელიანი შეხვედრებს გამართავს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრები ასევე გაიმართება, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან (COEST), სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) დირექტორებთან და სამდივნოს წარმომადგენლებთან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,