18:23 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 11:05:49, 1120 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა

78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ამ გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა.

"ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს. 78 წელი გავიდა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ფაშიზმზე გაიმარჯვა. ამ გამარჯვებაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა -  ბრძოლის ველზე, მსოფლიო მშვიდობისათვის, 300 ათასზე მეტი ქართველი დაეცა. ბევრი მათგანის გმირობის ისტორია ჩვენთვის ცნობილია, უმეტესობის კი არა. თუმცა, სწორედ მათი საგმირო ტრადიციების გაგრძელება იყო, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, ჩვენი გმირი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად იცავდნენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

განსაკუთრებული მოწიწებით მინდა, ეს დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. ჩვენი ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს და სათანადო პატივი ვცეთ მათ თავდადებასა და დამსახურებას“,- წერს პაპუაშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics