|
2023-05-07 19:19:19, 1120 ნახვა
საზოგადოება
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს, დაახლოებით, 12-მდე აკლდამაა აღმოჩენილი - ფოტოები
აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი. აღმოჩენის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ. არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა. „უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, - განაცხადა მერაბ ძნელაძემ. წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|







ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)