|
2023-05-07 19:09:24, 1386 ნახვა
ეკონომიკა
ცენტრალური გათბობის სისტემები თერმოინდუსტრიაში
საცხოვრებელ, ან სამუშაო სივრცეში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება შენობის თბოიზოლაციაზე ხშირად არის დამოკიდებული. თბოიზოლაციასთან დაკავშირებული პრობლემები მარტივად გვარდება ფანჯრების და კარების შეცვლით, თუმცა ეს ოთახში ჰაერის გათბობას ვერ უზრუნველყოფს. სიცივისგან თავის დასაღწევად ბინაში გათბობის ხარისხიანი სისტემების მონტაჟი აუცილებელია. გირჩევთ ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი პროფესიონალების ჩართულობით გადადგათ და დახმარებისთვის გამოცდილ კომპანიას მიმართოთ. საქართველოს ბაზარზე თერმოინდუსტრია ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის ასორტიმენტში არსებულ პროდუქციას აქვს ხარისხის სერტიფიკატი, რაც მის სანდოობასა და კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. ცენტრალური გათბობის სისტემების ტიპები ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა მყარ საწვავზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბები, რომელიც ბინის ფართობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. სიმძლავრის სწორად განსაზღვრა მთელ სივრცეში სითბოს ეფექტურად განაწილებას განაპირობებს. გათბობის სისტემების შერჩევის პროცესში განსაზღვრეთ ბინის თბოდანაკარგი და ამის შემდეგ შეარჩიეთ რადიატორი: ● დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სტანდარტული პროდუქტი ფოლადის მასალის რადიატორია; ● სექციურად მარტივად იყოფა ალუმინის მასლის პროდუქცია; ● ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით გამორჩეულია თუჯის რადიატორები, რომელთა ფართო არჩევანი თერმოინდუსტიაშია წარმოდგენილი (გარანტია 50 წელი); სანამ ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს დაიწყებდეთ შეაფასეთ ბინის მდგომარეობა. შავი კარკასის შემთხვევაში მილების მოთავსება დაშვებულია იატაკში. თუ ბინა უკვე გარემონტებულია, მაშინ საშუალო ხარისხის მილების კედლებში გაყვანაა რეკომენდებული. მილების იატაკში მონტაჟისას პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის მასალის გამოყენება, რადგან ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში იატაკის აყრა არ მოგიხდეთ. არ შეიძლება ანტიფრიზის უგულებელყოფა, რაც გათბობის ქვაბის უჟანგავობას განაპირობებს. მისი გამოუყენებლობა დანახარჯებს ერთიორად ზრდის. იმისთვის რომ ხარჯების ეკონომიით მაღალხარისხიანი ცენტრალური გათბობის სისტემა დაამონტაჟოთ გამოცდილ გუნდს უნდა მიმართოთ, რომელიც შეძენიდან მონტაჟამდე სრულყოფილ სერვისს შემოგთავაზებთ. თერმოინდუსტრია, მომხმარებელთა შეფასებით, სანდო და პასუხისმგებლიანი კომპანიის რეპუტაციით სარგებლობს. ევროპულ პროდუქციას აქვს ISO სერტიფიკატი, რაც ხარისხის, სტაბილურობის და გამძლეობის განმაპირობებელი ფაქტორია. კომპანიის გუნდი გათბობის სისტემების შერჩევის, ან მონტაჟის ნებისმიერ ეტაპზე პროფესიონალურ რეკომენდაციებს გაგიწევთ. რაც მთავარია თავს დაიზღვევთ არაპროფესიონალების მიერ კუსტარულად დამონტაჟებული სისტემებისგან, რომლისგან წარმოქმნილი რისკებიც ხშირად ადამიანების ცხოვრებაზე ფატალურად აისახება. მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება და ხელსაყრელი პირობები თერმოინდუსტრიის მრავალწლიან წარმატებას განაპირობებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)