|
2023-05-06 12:51:25, 937 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რომ ოჯახზე, ღმერთზე და სარწმუნოებაზე ლაპარაკი რუსეთუმეობა ყოფილა [ვიდეო]
ოჯახზე, ღმერთზე, სარწმუნოებაზე ლაპარაკი, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა ყოფილა,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, არ უკვირს იმის თუ რა ხდება ახლა ქვეყანაში. "გარეთ რა ხდება იმისი არ მიკვირს, მე მიკვირს, რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ტვინში მოსდით ისეთი აზრები, რომ ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ ღმერთზე, შენს სარწმუნოებაზე, თუ ლაპარაკობ მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, ეს იყოს შენში არამარტო შენში, არამედ შენს ხალხშიც ეს იყოს, ხომ? თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, ეს ყოფილა როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა ყოფილა ... ჩვენ ხომ არ ვამბობთ იმას, რომ ვინმე უნდა ვჩაგროთ ხომ? მამა რომ მამაკაცია და დედა რომ ქალბატონია ამას რამე კითხვა უნდა? ჩვენს ქვეყანაში მასეა და მასეც იქნება"- განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)