20:40 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 10:08:11, 1088 ნახვა

მსოფლიო
სანდუ - რუსეთს საბჭოთ კავშირის აღდგენა სურს, დღეს მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ უსაფრთხოდ

არ მჯერა, რომ რუსები საზღვარზე გაჩერდებოდნენ, ჩვენ დღეს მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ უსაფრთხოდ,- აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობენ.

"მათ უნდათ ძველი დროის დაბრუნება. ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა უკვე 30 წელია ბუფერული ზონის ნაწილია და ჩვენთვის ეს ნიშნავდა სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ მმართველობას, ემიგრაციას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ნაწილი. დემოკრატიული სამყარო“, - განაცხადა სანდუმ.

ამასთან, კითხვაზე, აპირებდა თუ არა მოლდოვის დატოვებას რუსეთის ფედერაციის მიერ თავდასხმის შემთხვევაში, სანდუმ უპასუხა, რომ ამას არ გეეკეთებდა.

მე დავრჩებოდი [მოლდოვაში], მაგრამ ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მოგვიწევდა დავხმარებოდით რაც შეიძლება მეტ ჩვენს ხალხს უსაფრთხო ადგილზე გადასასვლელად, როგორიც არის მეზობელი რუმინეთი”,- დასძინა სანდუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics