|
2023-05-05 23:54:36, 1093 ნახვა
საზოგადოება
იოსელიანი - ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ
ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების გადაწყვეტილებას, კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტის შეწყვატის შესახებ. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში მუშაობას. "ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ. ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვის შედეგად, უკვე აქვთ გარკვეული წინსვლა თავიანთი შვილების ინტერესების სასარგებლოდ. შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ და სამუშაო ჯგუფს უერთდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)