|
2023-05-05 18:15:40, 1654 ნახვა
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გამოაცხადა გლობალური COVID-19 საგანგებო მდგომარეობის დასრულება რომელიც გრძელდებოდა 2020 წლიდან. ეს გადაწყვეტილება მან დღეს გამოაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, დაეთანხმა ჯანმო-ს ექსპერტების შესაბამის რეკომენდაციას. „გუშინ საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა მე-15 შეხვედრა გამართა და რეკომენდაცია გამიწია, რომ გამომეცხადებინა საერთაშორისო საზრუნავი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა [COVID-19] დასრულებულად. მე დავთანხმდი ამ რეკომენდაციას“, - თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. . „დიდი იმედით ვაცხადებ COVID-19-ის დასასრულს, როგორც გლობალურ საგანგებო მდგომარეობას დასასრულს“, - თქვა გებრეიესუსმა. COVID-19 (ინგლ. COronaVIrus Disease 2019 — „კორონავირუსული დაავადება 2019“) — ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2). 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვირუსი გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის პანდემია 2019-2020. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უცნობი ტიპის ვირუსის შემთხვევის შესახებ პირველი შეტყობინება ჩინეთიდან 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო. 2020 წლის 7 იანვარს ახალი ტიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, ვირუსი კი მიაკუთვნეს კორონავირუსებრთა ოჯახს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)