15:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 11:05:10, 856 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადასცა

ბაზისბანკი, განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, განაგრძობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში.

სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე.

„საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და მათ მიერ დაწესებული  სასტიპენდიო პროგრამა კი, ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობაა სტუდენტების მოტივაციის გაზრდისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის“, - თამთა მიქაბერიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი.

„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მეათე წელია გრძელდება. ჩართული ვართ ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გაიცა“, - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics