12:28 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 19:24:57, 822 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია - ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია

ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს, - ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს, რომელიც მან ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.  

მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

"ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს: 
- ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი შვილის თანატოლი ბავშვები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა “ფრანკლინის კლუბის” დისკუსიებში მონაწილეობის გამო, თვითონ კი შვილი ამერიკაში, ფრანკლინის მიერ დაარსებულ, ლიბერალიზმის პრინციპენზე მდგარ პენსილვანიის უნივერსიტეტში გაუშვა სასწავლებლად; 
- დედების, მამების და ბავშვების პატივისცემაზე გვმოძღვრავს კაცი, რომელიც მის სამსახურთან გაყინული და ნატანჯი დედების ცრემლებს და მოთქმას აყურებინებს მათ შვილებს და ქმრებს, თვითონ კი ერთხელაც არ შეწუხებულა მათთვის მოესმინა;
- მას ჰგონია, რომ ოჯახის პატივისცემა მამისთვის ღვინის ქარხნის, ხოლო ცოლისთვის სახელმწიფო ტყის ჩუქებაა. 
სინამდვილეში, ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია. სამწუხაროდ, მისი ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - წერს ნინო ლომჯარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics