13:19 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 23:49:43, 778 ნახვა

პოლიტიკა
სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად საფრთხედ აღიქვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ მზად იყო, კონსტიტუციაც დაერღვია

„ქართულმა ოცნებამ“ იმდენად საფრთხედ აღიქვა საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემის შესწავლისთვის, რომ მზად იყო, კონსტიტუციაც დაერღვია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიამ უკვე აჩვენა ის, რისი ჩვენებაც ოპოზიციას სურდა, თუ როგორ გადაეაა მმართველი პარტია სასამართლოს კლანს, მათ ნათლად გამოაჩნეს, რომ არ აქვთ სურვილი, რომ სიმართლე გამოჩნდეს.

„ქართული ოცნება“ გადაეფარა სასამართლო კლანს; „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ამ კომისიამ იმუშაოს და დავადგინოთ, მართალს ამბობს „ქართული ოცნება“, თუ მართალს ამბობს ოპოზიცია. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ დასკვნას წინასწარ ვაკეთებთ? ჩვენ ვამბობთ, რომ შევისწავლოთ ერთობლივად“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩავარდა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics