13:19 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 15:53:06, 827 ნახვა

პოლიტიკა
ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს.

ჰაკერის თქმით, მას განუმარტეს, რომ საქართველოში არსებული კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ეძლევა უფლება, მოინახულოს პატიმარი.

"როგორც განმიმარტეს, საქართველოში არსებული კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აძლევს უფლებას პატიმრის მონახულების, ამიტომ არ შემიშვეს ნიკა გვარამიას მოსანახულებლად. მე აქ ვარ, რომ გამოვხატო ნიკა გვარამიასა და თავისუფალი მედიის მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და ღიად თქვა რეზოლუციით, რომ მისი პატიმრობა უნდა შეიცვალოს, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები",- განაცხადა თომას ჰაკერმა „მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია იმართება. აქციას ბუნდესტაგის დელეგაციის წარმომადგენელი თომას ჰაკერიც შეუერთდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics