2023-05-03 12:24:41, 730 ნახვა
საზოგადოება
NDI - საზოგადოების 35% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საზოგადოების 35% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის მიხედვით, საზოგადოების 35% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, 15%-მა პასუხად "არ ვიცი" დააფიქსირა, 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 27%-ისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში 2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
ავტორი: ექსპრესნიუსი,