16:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 16:47:38, 723 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სამინისტროს ცნობით, 2023 წლის სამოქმედო გეგმა 4 მიზნის, 7 ამოცანისა და 39 აქტივობისგან შედგება. ის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

„სამოქმედო გეგმის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაერო-ს კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა და შშმ პირებისათვის სამინისტროს, აგრეთვე, მის სისტემაში არსებული უწყებების ინფრასტრუქტურის, მომსახურებისა და სერვისების მისაწვდომობის გაზრდა.

რიგით მესამე სამოქმედო გეგმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28 აპრილის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეიმუშავა. პროცესში მონაწილეობდნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები. დოკუმენტის სამუშაო ვერსია მოსაზრებებისთვის წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ თემის წარმომადგენლები. მიღებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი აისახა სამოქმედო გეგმაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics