14:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 14:27:54, 717 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - აქციას, რომელსაც ერქვა „მოვდივართ“, სინამდვილეში მისი სახელია „მივდივართ“ - გამომსვლელებმა პუტინის ტექსტი გადმოიღეს

აქციას, რომელსაც სიმბოლურად ერქვა სახელი „მოვდივართ", სინამდვილეში მისი ნამდვილი სახელი იყო „მივდივართ", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აქციაზე გამომსვლელებმა პირდაპირ გადმოიღეს თებერვალში, სახელმწიფო დუმაში ვლადიმერ პუტინის გამოსვლის  ტექსტი. 

„არცერთი თეზისი არ დაუკლიათ, დაწყებული ევროპისა და  ამერიკის ძაგებით, სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის საკითხებით, რომ თურმე დასავლეთი ჩვენს მართლმადიდებლურ მორალს ანადგურებს. ერთმა ისიც თქვა, სუვერენული ეკონომიკა გვინდაო. პუტინმა სუვერენული დემოკრატია ახსენა, რაშიც გულისხმობს შეკრეჭილ, ფატობრივად, რუსულ დემოკრატიას, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს  დემოკრატიასთან",- განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ "ეს იყო ანტიუკრაინული და ანტიდასავლური მესიჯი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics