|
2023-05-02 14:31:39, 715 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ძალიან ავნერვიულდი, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა?!
მე ამაზე ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქით, არასერიოზულია, როდესაც კოლეგას გვერდზე უზიხარ და მის დასანქცირებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს სთხოვ. „მე ამაზე ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა. არასერიოზულია, არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდზე რომ უზიხარ და მის დასანქცირებას რომ სთხოვ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. წარმოგიდგენიათ, რა დონის მდაბიოობასთან გვაქვს საქმე. განსხვავება იცით რა არის ჩვენს შორის? ძალიან ნიშანდობლივია ეს ამბავი, ჩვენ ვლაპარაკობთ "ქართული ოცნების" სახელით, ისინი ლაპარაკობენ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით, მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" ყველა სიტყვას, რამდენჯერ მოგისმენიათ ჩვენგან, რომ ქართველი ხალხი გასცემს ამაზე პასუხს და ისინი ამბობენ, რომ ამერიკელები გასცემენ პასუხს, ევროპელები გასცემენ ამაზე პასუხს. თან, ეს რა სისულელეა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიტიკური პროცესების გამო, თუ ამასთან მივედით მართლა, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიაში ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე სერიოზულად დაიწყო ვინმე მსჯელობა”,- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)