|
2023-05-02 13:46:10, 768 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე „ოცნებას“ - თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში [ვიდეო]
თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს ღიად უპირისპირდება. "13 აპრილს შედგა სამიტი, რომელიც იყო მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის მონაწილეობით. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იყო მიწვეული. საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ და ასევე, დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს. მე შემიძლია გითხრათ ყველას ერთად - თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში, ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა; თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ; თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს უპირისპირდებიან; თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო ნატო-ს წვრთნებში. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ოპოზიციის ვალდებულებაზე, საგარეო პოლიტიკაზე, უნდა ისაუბროთ ფაქტებით",- მიმართა დეკანოიძემ მმართველ პოლიტიკურ გუნდს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)