|
2023-05-02 13:09:14, 788 ნახვა
პოლიტიკა
„დასანქცირდეს რუსი კალაძე“ - თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს
თბილისის მერიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს - პარტიის წევრები, დედაქალაქის მერის, კახი კალაძის ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, კალაძის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები ძირს უთხრის ქართველი ხალხის კონსტიტუციაში ასახულ მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. „კახა კალაძემ კიდევ ერთი ანტიდასავლური განცხადება გააკეთა. ბოლო თვეების განმავლობაში ის სისტემატურად აკეთებს ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ განცხადებებს. ძირს უთხრის ქართველი ხალხის კონსტიტუციაში ასახულ მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ყველაფერი ცინიკურია, როდესაც ვიცით, რომ მისი ოჯახის წევრები ევროკავშირის მოქალაქეები არიან და თვითონ სურთ, რომ ჩვენ რუსეთის გუბერნიის მოქალაქეები ვიყოთ. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას კალაძის წინააღმდეგ, მათ შორის თანამშრომლობას დავიწყებთ პარტნიორებთან და მათ კონკრეტულ მასალებს მივაწვდით, თუ როგორ უთხრის ძირს ის ქართულ დემოკრატიას და ევროპულ ინტეგრაციას. უნდა მოხდეს მისი სანქცირება. ერთ-ერთი ის ადამიანი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის სანქცირების საკითხი უნდა განიხილონ პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინულმა მხარემ და ევროპამ, ეს არის კახი კალაძე. ის ამ ანტიდასავლური ისტერიის მთავარ სახედ იქცა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)