16:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 16:53:12, 737 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მოხსენებით წარსდგა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს და თავდაცვის ძალების გაძლიერების რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება. 

"კომიტეტის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს მიმართულებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომ ამაღლებასა და გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, კონტრ-მობილურობისა და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხსაც, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. 

სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics