02:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 13:54:00, 712 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა - მატარებელი რელსებიდან გადავარდა [ვიდეო]

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინიგზის ლიანდაგზე აფეთქება მოხდა, რის გამოც, მატარებელი რელსებიდან გადავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოგომაზის განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"უნეჩის რაიონში, ბრიანსკ-უნეჩის რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი რელსებიდან გადავარდა. მსხვერპლი არ არის",- დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.

რუსეთის ფედერაციის რკინიგზის ინფორმაციით, რელსებიდან ელმავალთან ერთად, მატარებლის 7 ვაგონი გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული. სარკინიგზო გადაადგილება შეჩერებულია. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics